Accessibility links

logo-print

ტაილანდის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს


ტაილანდში საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლები მიანიშნებს, რომ ლიდერობს ინგლაკ შინაუატრას პარტია, „ფეუ ტაი“. შინაუატრა არის ანტისამთავრობო მოძრაობა „წითელპერანგებიანის“ ლიდერის, თაქსინ შინაუატრას და. საარჩევნო კომისია დღესვე, მოგვიანებით წარმოადგენს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და თუ ეგზიტპოლების შედეგი დადასტურდა, ტაილანდს ეყოლება პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი. ორი ეგზიტპოლის შედეგები მალევე გამოქვეყნდა საარჩევნო უბნების, თბილისის დროით, დღის 12 საათზე დახურვის შემდეგ. ორივე ეგზიტპოლი მიანიშნებს ინგლაკ შინაუატრას პარტიის წარმატებაზე.
XS
SM
MD
LG