Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ააქტიურებს ავღანეთთან დამაკავშირებელ შუა აზიის მარშრუტს


აშშ-ის სამხედრო ძალები ააქტიურებენ ავღანეთთან დამაკავშირებელ მარშრუტს, რომელიც შუა აზიაზე გადის. ამ ცვლილების მიზეზია შეშფოთება, რომ პაკისტანზე გამავალ მარშრუტს შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას პაკისტანთან ამერიკის ურთიერთობის გაუარესებამ. გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2009 წელს შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ტვირთების 90 პროცენტი გადაზიდა პაკისტანში მდებარე კარაჩის პორტის და შემდეგ მთიანი რეგიონების გავლით ავღანეთში. ახლა კი ტვირთების თითქმის 40 პროცენტი ჩადის ავღანეთში ჩრდილოეთის მარშრუტით, შუა აზიის რკინიგზის და საავტომობილო გზების გამოყენებით. ამასთან, შეერთებული შტატების მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებას ყაზახეთთან, უზბეკეთთან და სხვა ქვეყნებთან ავღანეთის ომის ზონაში დამატებითი ტვირთების გადაზიდვაზე შესათანხმებლად. ავღანეთში ამჟამად განთავსებულია 150 000-მდე უცხოელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 99 000-მდე ამერიკელი.
XS
SM
MD
LG