Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს


ბელორუსიაში აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს, რის ფონსაც ქმნის ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები. გუშინ დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს ბელორუსიის პირველი პოსტსაბჭოთა ლიდერი, სტანისლავ შუშკევიჩი, რომელიც სამშობლოში ბრუნდებოდა მეზობელ ლიტვაში კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ. ბელორუსიაში ხშირად იმართება საპროტესტო გამოსვლები დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა გამარჯვებულად ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. 3 ივლისს აღინიშნება 1944 წელს ნაცისტებისაგან მინსკის გათავისუფლების დღე. შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელსაც ოპონენტები ჰყავს, 1996 წელს მიიღო პრეზიდენტმა ლუკაშენკომ. მანამდე ბელორუსიაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ 27 ივლისს - 1990 წელს, საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG