Accessibility links

logo-print

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა აღიარა არჩევნებში დამარცხება


ტაილანდის პერმიერ-მინისტრმა, აბჰისიტ ვეჯაჯივამ აღიარა დამარცხება საპარლამენტო არჩევნებში მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ დიდი უპირატესობით ლიდერობს ოპოზიციური პარტია „ფეუ ტაი“. მას ხელმძღვანელობს ინგლაკ შინაუატრა, ანტისამთავრობო მოძრაობა „წითელპერანგებიანის“ ლიდერის, თაქსინ შინაუატრას და. პრემიერ-მინისტრმა ვეჯაჯივამ დღევანდელ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ სურს, მიულოცოს პარტია "ფეუ ტაის" მთავრობის შექმნის უფლების მოპოვება. საარჩევნო კომისია დღესვე, მოგვიანებით წარმოადგენს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და თუ ეგზიტპოლების შედეგი დადასტურდა, ტაილანდს პირველად ეყოლება პრემიერ-მინისტრი ქალი. მისი პარტიის ერთ.ერთმა მხარდამჭერმა, სუჩარტ ვატტანასოონტორნამ საინფორმაციო სააგენტო როიტერსს უთხრა, რას მოელის გამარჯვებული ძალისაგან. „მინდა, რომ მთავარ პრიორიტეტად დასახონ შერიგება, ქვეყნის განვითარების ამოცანა მეორე ადგილზე იყოს“, განაცხადა ოპოზიციის ამომრჩეველმა. ტაილანდში დღეს პირველი არჩევნები გაიმართა მას შემდეგ, რაც შარშან დედაქალაქ ბანკოკის პარალიზება გამოიწვია ოპოზიციის მასობრივმა აქციებმა. დაპირისპირებამ 90-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG