Accessibility links

logo-print

მლადიჩი ბოიკოტს უცხადებს გაეროს ტრიბუნალს


ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი სარდალი რატკო მლადიჩი ბოიკოტს უცხადებს გაეროს ტრიბუნალს, რომლის წინაშეც ორშაბათს უნდა წარდგეს ბოსნიაში 90-ანი წლების ომის გენოციდში ბრალდების საფუძველზე. ამის შესახებ განაცხადა ადვოკატმა მილოშ სალიჩმა. სალიჩის თქმით, მლადიჩი არ გამოცხადდება სასამართლოში და მოითხოვს, რომ დაუმტკიცონ თავის მიერ არჩეული ადვოკატების სია. მლადიჩი, რომელიც 16 წელი ემალებოდა მართლმსაჯულებას, მაისის ბოლოს დააპატიმრეს სერბიაში, რის შემდეგაც ჰააგის ტრიბუნალს გადასცეს. ის უარყოფს ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG