Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის მილიციამ ოპოზიციონერები დააკავა


ბელორუსიის მილიციამ დააკავა რამდენიმე ოპოზიციონერი, რომლებმაც ხმამაღალი აპლოდისმენტებით ხელი შეუშალეს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გამოსვლას. ლუკაშენკო მინსკში გამოდიოდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. გამოსვლა ჯერ არ იყო დაწყებული, როცა მილიციამ აიყვანა რამდენიმე ახალგაზრდა - ისინი, როგორც ჩანს, პოტენციურ ხელისშემშლელებად ჩათვალა. მოგვიანებით რამდენიმე დემონსტრანტმა ტაშის დაკვრა დაიწყო ლუკაშენკოს გამოსვლის დროს, რასაც მათი დაკავება მოჰყვა. ცნობების თანახმად, დაკავებულებს შორის არის ბელორუსიის ყოფილი პრეზიდენტი და ლუკაშენკოს ოპონენტი, სტანისლავ შუშკევიჩი. ჩვენი რადიოს ბელორუსული სამსახურის კორესპონდენტი როგორც იუწყება, ლუკაშენკოს ოპონენტებმა მაინც გამართეს საპროტესტო აქცია. ისინი შეიკრიბნენ რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან, სადაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და მრავალი დემონსტრანტი დააკავა.
XS
SM
MD
LG