Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში სტინგის კონცერტი აღარ ჩატარდება


სტინგი
სტინგი
ბრიტანელმა მუსიკოსმა სტინგმა გააუქმა კონცერტი ყაზახეთში მას შემდეგ, რაც უფლებადამცავ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლისაგან“ მიიღო ინფორმაცია ნავთობმრეწველობაში დასაქმებული მუშების უფლებების დარღვევის შესახებ. მაისში კომპანია „უზენმუნაიგაზის“ რამდენიმე ათასი მუშა გაიფიცა, როგორც ისინი ამტკიცებენ, ხელფასების ჩამოჭრისა და მათი ადვოკატების დაპატიმრების გამო. კომპანია გაფიცვას უკანონოდ აცხადებს. გასულ კვირაში კომპანიის პრესმდივანმა გამოაცხადა, რომ 250-მდე თანამშრომელი დაითხოვეს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. სტინგმა, რომელსაც კრიტიკის მოსმენა მოუწია 2009 წელს კონცერტის უზბეკეთში გამართვის შემდეგ, ამჯერად, ყაზახეთში კონცერტის გაუქმება ამჯობინა. მისი კონცერტი ასტანაში ორშაბათს უნდა გამართულიყო. დღეს კი სტინგმა ბათუმში იმღერა.
XS
SM
MD
LG