Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ მლადიჩი სასამართლოს დარბაზიდან გაიწვია


გაეროს მოსამართლემ დღეს ჰააგაში მიმდინარე პროცესის დროს ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო მეთაური, რატკო მლადიჩი სასამართლოს დარბაზიდან გაიწვია. ამის მიზეზი მლადიჩის მიერ მოსმენისთვის ხელის შეშლა იყო. მლადიჩმა დღეს, უკვე მეორედ, არ უპასუხა მოსამართლის შეკითხვას, გრძნობს თუ არა თავს დამნაშავედ.რის შემდეგაც, ტრიბუნალის წესსის თანახმად, მოსამართლემ ოქმში ჩაწერა, რომ ის თავს დამნაშავედ არ აღიარებს. დღევანდელი სხდომის დროს მოსამართლე ალფონს ორიემ არაერთხელ მოუწოდა მლადიჩს წესრიგისკენ და სთხოვა, ნუ შეუშლიდა ხელს პროცესის მსვლელობას. 69 წლის მლადიჩი ეჭვმიტანილია ბოსნიის ომის დროს, 1990-იანი წლებში ჩადენილ, ომის 11 დანაშაულში, მათ შორის გენოციდში. მასვე უყენებენ სრებრენიცაში რვა ათასი მაჰმადიანი მამაკაცის დახოცვის ბრალდებას. ის 16 წლიანი მალვის შემდეგ, 26 მაისს სერბიაში დააპატიმრეს
XS
SM
MD
LG