Accessibility links

logo-print

ტაილანდის ოპოზიციის ლიდერმა ოთხპარტიიანი კოალიცია შექმნა


ტაილანდის ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ინგლაკ ჩინავატრამ განაცხადა, რომ შექმნა ოთხი პარტიისგან შემდგარი კოალიცია, რომელსაც პარლამენტში ადგილების 60 პროცენტი ექნება. ჩინავატრას პარტიამ, „ტაილანდისთვის“ , საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მოელიან, რომ 44 წლის ჩინავატრა გახდება ქვეყნის შემდეგი პრემიერ-მინისტრი. ის 2006 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩამოგდებული ყოფილი პრემიერის, ტაქსინ ჩინავატრას დაა. ტაქსინი ემინგრაციაში ცხოვრობს. მან განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას.
XS
SM
MD
LG