Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის დასავლეთში შეტაკება მოხდა პოლიციასა და შეიარაღებულ ჯგუფს შორის


რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის თანახმად, პოლიციასა და შეიარაღებულ ჯგუფს შორის შეტაკება მოხდა ქვეყნის დასავლეთში, აკტობეს რაიონში. პოლიციის ოპერაცია დაიწყო მას მერე, რაც შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის ორი თანამშრომელი დახოცეს. რეგიონის შინაგან საემეთა უწყების წარმომადგენელმა დაადასტურა მომხდარი და თქვა, რომ თავდასმხმელები მუსლიმთა ექსტრემისტული ჯგუფის წევრები არიან. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის თანახმად, აკტობეს რაიონში მაჰმადიანული უმცირესობის არაერთი წარმომადგენელი დააკავეს ბოლო წლებში, როგორც აცხადებენ, "ტერორისტული საქმიანობის" გამო.
XS
SM
MD
LG