Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატებმა მერიის თანამშრომლები დაადანაშაულეს გარემოვაჭრეთა დარბევაში


გარემოვაჭრეთა დარბევაში თბილისის მერიის თანამშრომლები დაადანაშაულეს დღეს საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრებმა. მათი მტკიცებით, გასულ საღამოს მეტროს სადგურ ”ისნის” მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო ფორმიანმა პირებმა მოვაჭრეებს დახლები დაურბიეს და პირადი ქონება და თანხა წაართვეს. თბილისის საკრებულოს წევრის ჯაბა სამუშიას განცხადებით, გარემოვაჭრეთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე მსგავსი მოქმედება სამართალდარღვევაა, რომელიც შსს-მ უნდა გამოიძიოს. ამასთან, ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ გარევაჭრობის დღემდე გადაუჭრელი პრობლემა მერიამ საკრებულოსთან ერთად უნდა მოაგვაროს, რადგან გარემოვაჭრეები ბაზრის დახლების დასაქირავებლად ყოველდღიურად საჭირო 8 ლარის გადახადს ვერ ახერხებენ.
XS
SM
MD
LG