Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში ნატოს რუსეთის საბჭოს შეხვედრა შედგა


სოჭში გამართული ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის თაობაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინასტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება არც ისე იოლად წარიმართა, როგორც მოველოდითო. მხარეებს უთანხმოება აქვთ ლიბიაში ნაიტოს როლის და აშშ-ის გეგმის გამო, შექმნას ანტისარაკეტო სისტემა ნატოს ევროპელი წევრების დასაცავად. შეხვედრას ნატოს წევრი ქვეყნების და რუსეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნატო ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი, რომ თავდაცვითი სისტემა მის უსაფრთხოებას არ ხელჰყოფს. რუსეთი ლიბანში ნატოს ავიაციის მოქმედების წინააღმდეგია.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, პრეს-კონფრენეციაზე განაცხადა, რომ დისკუსია ძალიან კონსტრუქციული იყო. რასმუსენის თქმით, მას არ შეუძლია კონკრეტულ პროგრესზე ლაპარაკი, მაგრამ სწამს, რომ როგორც წარიმართა მოლაპარაკება, ეს არაერთი საკითხის გარკვევას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ლისაბონის სულისკვეება ცოცხლობს, მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას ლისაბონში მიღწეული შეთანხმების მიხედვით.
XS
SM
MD
LG