Accessibility links

logo-print

ბანი საბერძნეთის წინადებას მხარს უჭერს


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი მიემხრო საბერძნეთის წინადადებას, ჩაიტანოს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება. პარასკევს საბერძნეთმა დააკავა ჰუნიტარული გემი, რომელსაც ტვირთი ღაზაში მიჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ის საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა. ისრაელი ინარჩუნებს ღაზის სექტორის მიმართ დაწესებულ ბლოკადას 2006 წლის შემდეგ. ბანის თანახმად, საბერძნეთის წინადადება განმუხტავს დაძაბულობას არეალში და საჭირო ტვირთი ჩავა რეგიონში. საბერძნეთის პრემიერმა, პაპანდრეუმ ეს წინადადება პალესტინელთა ლიდერ აბასთან ერთად განიხილა. აბასმა მას მხარდაჭერა აღუთქვა.
XS
SM
MD
LG