Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე


დღეს 74 წლის ასაკში მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე გარდაიცვალა.
ზურაბ ქაფიანიძე დაიბადა 1937 წლის 1 აპრილს. 1964 წლიდან კინოსტუდია ”ქართული ფილმის" მსახიობია. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2003); საქართველოს სახალხო არტისტი (1979 წ.); სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985). ზურაბ ქაფიანიძეს საყოველთაო სიყვარული და აღიარება მოუტანა მის მიერ განსახიერებულმა როლებმა ფილმებში: ”ხევსურული ბალადა", ”დათა თუთაშხია", ”ივანე კოტორაშვილის ამბავი", ”ყველაზე სწრაფები მსოფლიოში", ”დიდოსტატის მარჯვენა", ”ღიმილის ბიჭები", ”ნეილონის ნაძვის ხე", ”ლონდრე", ”ბებერი მეზურნეები", ”ფეოლა", ”ნერგები" და სხვა.
XS
SM
MD
LG