Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა იაპონიის რეკონსტრუქციის მინისტრი


იაპონიაში განცხადება გადადგომის შესახებ გააკეთა მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციის მინისტრმა პიუ მაცუმოტომ. მას ეს პოსტი სულ ერთი კვირის განმავლობაში ეჭირა. გადადგომამდე მინისტრს აკრიტიკებდნენ გაუფრთხილებელი განცხადებების გამო, რომლებიც მან სტიქიით დაზარალებული რეგიონების ხელმძღვანელების მისამართით გააკეთა. კერძოდ, მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა არ აპირებს ფინანსური დახმარება გაუწიოს ამ რეგიონებს, ვიდრე მათგან არ მიიღებს კონკრეტულ პროექტებს ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG