Accessibility links

logo-print

სირიის ჯარებმა ასობით ადამიანი დააპატიმრეს


აქტივისტების ცნობით, სირიის ჯარებმა ასობით ადამიანი დააკავეს ქალაქ ჰამაში, სადაც გასულ კვირაში გაიმართა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები. ერთ-ერთი ჰამელი ექიმის განცხადებით, მოკლულია სამი ადამიანი, მათ შორის 13 წლის ბიჭი. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, 4 ივლისის დილას ჰამაში, სულ ცოტა, 30 ავტობუსით შევიდნენ ჯარისკაცები. მათ გაჩხრიკეს ბინები, დააპატიმრეს ხალხი, იყო სროლის შემთხვევებიც. საინფორმაციო სააგენტო როიტერსი სირიაში მოქმედი უფლებადამცავი ორგანიზაციის პრეზიდენტ რამიდ აბდელრაჰმანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჰამაში დაპატიმრებულების რიცხვი 250-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG