Accessibility links

logo-print

"კომერსანტი": კადაფი მზადაა, გადადგეს, თუ უსაფრთხოების გარანტია ექნება


რუსეთის გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი მზადაა გადადგეს, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემთხვევაში. როგორც „კომერსანტი“ ანონიმი რუსი ოფიციალური პირებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, კადაფისაგან იღებენ „სიგნალს“, რომ გადადგება, თუ ექნება უსაფრთხოების გარანტია. ამ ცნობის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ესაუბრნენ ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ ჯეკობ ზუმას ლიბიაში ძალადობისათვის ბოლოს მოღების გზებზე.
XS
SM
MD
LG