Accessibility links

logo-print

”ქართულმა პარტიამ” აქცია გამართა ე.წ. მოდულის შენობასთან


”ქართულმა პარტიამ”, რომელიც სამართალდამცავებს ადანაშაულებს მისი წევრებისა და მხარდამჭერების უკანონოდ დაკავებასა და წამებაში, დღეს საპროტესტო აქცია გამართა ე.წ. მოდულის შენობასთან. პარტიის პოლიტიკური მდივნის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, გამჭვირვალე შენობაში იმყოფებიან უკანონოდ დაკავებული ადამიანები და მათგან წამების მეთოდით იღებენ ჩვენებებს, რომელსაც შემდგომ ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. "ქართულმა პარტიამ" გასულ საღამოს გაავრცელა მიმართვა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავებისა და წამების შეწყვეტა მოითხოვა. მიმართვაზე ამ დროისთვის არსებობს 16 პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციის და 5 ინდივიდუალური პირის ხელმოწერა.
XS
SM
MD
LG