Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო ბელორუსიას მოუწოდებს რეპრესიების შეწყვეტისაკენ


ეუთოს თავმჯდომარე ბელორუსიას მოუწოდებს, ბოლო მოეღოს რეპრესიებს, რომლებიც მიმართულია პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოპონენტების წინააღმდეგ. განცხადება, რომელსაც ხელს აწერს ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აზუბალისი, მოიცავს ბელორუსიის ხელისუფლებისადმი მოწოდებას, „გაათავისუფლონ დაკავებულები და ამიერიდან თავი შეიკავონ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისაგან“. უფლებადამცველების ინფორმაციით, სხვადასხვა სასჯელი აქვს შეფარდებული სულ ცოტა, 140 ადამიანს, რომლებიც დააკავეს ბელორუსიაში კვირას, 3 ივლისს გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ.
XS
SM
MD
LG