Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 35 ადამიანი შეიწირა


ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, 35 ადამიანი შეიწირა ორმა აფეთქებამ, რომლებიც მოეწყო მთავრობის შენობასთან ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტაჯიში. დაიჭრა 50-მდე ადამიანი. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა და კიდევ ერთი მოწყობილობა. ტაჯიში მცხოვრებთა უმრავლესობას სუნიტები შეადგენენ.
XS
SM
MD
LG