Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი აღიარებს, რომ მაგნიტსკი ”კრიმინალური ქმედების” მსხვერპლია


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აღიარა, რომ რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებას ციხეში ”კრიმინალური ქმედება” უდევს საფუძვლად. მედვედევმა ამის შესახებ მაგნიტსკის მშობლიურ ქალაქ ნალჩიკში რუსეთის უფლებადამცველებთან შეხვედრაზე განაცხადა. სერგეი მაგნიტსკი ”ჰერმიტიჯ კაპიტალის” თანამშრომელი იყო. ის შსს-მ გადასახადების დამალვის ბრალდებით მას შემდეგ დააკავა, რაც მან შსს-ს წარმომადგენლები სახელმწიფო ქონების მისათვისებლად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებაში დაადანაშაულა. მაგნიტსკი 2009 წელს ციხეში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG