Accessibility links

ავღანეთში რუსეთის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, გუშინ ღამით ავღანეთის აღმოსავლეთში რუსეთის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის ცნობით, მაშველებმა ჯერ ვერ მიაღწიეს კატასტროფის ადგილამდე. ნატოს ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კატასტროფა მთიან ადგილას მოხდა, ზღვის დონიდან 3800 მეტრზე, ავღანეთის პარვანის პროვინციაში. ნატოს ინფორმაციით, თვითმფრინავი ნატოს არ ეკუთვნოდა.
XS
SM
MD
LG