Accessibility links

logo-print
პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებული საკანონმდებლო შესწორება, - რომლის თანახმად, საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს შეუძლიათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ, - დღეს დილიდან სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ პოლიტიკური პარტიის განხილვის საგანი იყო.

სამოქალაქო კოდექსის ეს ახალი ნორმა ქართულ მედიაში კვლავ მთავარ თემად რჩება. პირველი შეხვედრა „საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობასთან“ 12 საათზე იყო დანიშნული.

სტუდია „მონიტორის“ ოფისი - სოსო მანჯავიძე ამბობს:

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ხელისუფლებამ როგორც შეკვეთა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლის შემდეგ.“
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა გაეზარდოს კონსტიტუციური სტატუსი...

შეხვედრაზე ყურადღება ძირითადად სომხეთის ფაქტორზე გამახვილდა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის კანონში სხვა რელიგიური გაერთიანებებიც იყო ნახსენები. თუ რატომ სომხეთი, შეხვედრაზე არ აუხსნიათ. უბრალოდ, თქვეს, რომ თემა საფრთხილოა და, სავარაუდოდ, მასში რუსეთის მორიგი პროვოკაცია შეიძლება იყოს ჩადებული და ამიტომ სომხეთი ამ საკითხს ფრთხილად უნდა მოეკიდოს. ბაია ამაშუკელი, ქალთა მოძრაობა „თამარიონის“ ლიდერი, საკითხის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„შეიძლება გავწიროთ შვილი, ცოლი, მეუღლე, მაგრამ სარწმუნოებას და მიწა-წყალს ვერ გავწირავთ - არ კი არა, ვერ გავწირავთ…“

შეხვედრაზევე გამოცხადდა საპროტესტო აქცია ქაშუეთის ეკლესიის ეზოში.

შემდეგი შეხვედრა 13 საათსა და 30 წუთზე პარლამენტში, ქრისტიან-დემოკრატებთან იმართება. უფრო სწორად, პარტიის
ლიდერის გიორგი თარგამაძის კაბინეტში მხოლოდ ლევან ვეფხვაძე და ათამდე ჟურნალისტი იკრიბება.

გვიხსნიან, რომ ლევან ვეფხვაძე პარტიის სახელით ოფიციალურ განცხადებას აკეთებს. გადმომცეს განცხადების ერთგვერდიანი ტექსტი, რომ უპრეცედენტოდ მცირე დროში საპატრიარქოს თხოვნისა და საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად კანონის მიღება ”ქვეყნისთვის მეტად საშიში ქმედებაა”. ტექსტში ასევე ვკითხულობთ:
ეს არის ძალიან ცივილიზებული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი გადაწყვეტილება, რომელსაც ნამდვილად მივესალმები...

”ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ დაარწმუნა საზოგადოება ჩვენი, ქრისტიან-დემოკრატების, სწორ მიდგომაში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა გაეზარდოს კონსტიტუციური სტატუსი.”

ვტოვებთ ქრისტიან-დემოკრატების შეხვედრას და პარლამენტის
ერთ-ერთ დერეფანში ვუსმენთ უმრავლესობის წევრს, ნუგზარ წიკლაურს, რომელიც ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს:

„ეს არის ძალიან ცივილიზებული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი გადაწყვეტილება, რომელსაც ნამდვილად მივესალმები.“
ეს არის ადმინისტრაციული ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება სამართლებრივ ფორმებს და სინამდვილეში ძალიან მარტივი გადაწყვეტილებაა...

ამასობაში პარლამენტის დერეფანში გიორგი გაბაშვილი გამოჩნდა.

„მე ვიტყოდი, რომ ეს არის ადმინისტრაციული ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება სამართლებრივ ფორმებს და სინამდვილეში ძალიან მარტივი გადაწყვეტილებაა. არანაირი შეხება არა აქვს ამ გადაწყვეტილებას რელიგიასთან და რელიგიურ საკითხებთან“, - ამბობს გიორგი გაბაშვილი და დასძენს, რომ ეს არის რელიგიური გაერთიანებებისათვის რეგისტრაციის ფორმა და მას კავშირი არა აქვს მართლმადიდებლურ შინაარსთან. გიორგი გაბაშვილმა ასევე ახსენა კონსტიტუციის მეცხრე მუხლი, სადაც, მისი თქმით, აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლური რელიგია არის:

„განსაკუთრებული წვლილის მქონე კონფესია, რომელიც არის აბსოლუტურად შერწყმული ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, მის ისტორიასთან, მის წარსულთან და ამას ვერც ვერავინ შეეხება, არც არავინ შეეხება.“

დღის ბოლოს „საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა“, მიღებული კანონის პარლამენტიდან გამოწვევის მოთხოვნით, აქციას ქაშუეთის ეკლესიის ეზოში მართავს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG