Accessibility links

logo-print

პაკისტანის საგამოძიებო კომისია მოითხოვს, რომ ბინ ლადენის ოჯახის წევერებმა ქვეყნა არ დატოვონ


პაკისტანის კომისიამ, რომელიც უსამა ბინ ლადენის დაღუპვის გარემოებებს იძიებს, გამოსცა ბრძანება, რათა აიკრძალოს ქვეყნის ტერიტორიიდან ალ ყაიდის ყოფილი ლიდერის ოჯახის წევრების გაშვება. ცოტა ხნის წინ, პაკისტანის ხელისუფლებაში გამოთქვამდნენ მზადყოფნას, რათა ბინ ლადენის ერთ-ერთი ქვრივისათვის დაერთოთ ნება, მშობლიურ იემენში გამგზავრებისა. ჯერჯერობით უცნონია, დათანხმდება, თუ არა კომისიის მოთხოვნას პაკისატნის გავლენიანი უშიშროების სამსახურები. ბინ ლადენის სამი ცოლი და რამდენიმე შვილი პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში დააპატიმრეს, 2 მაისის რეიდის შემდეგ, როდესაც ამერიკის სპეცდანიშულების რაზმმა ალ ყაიდის ლიდერი საკუთარ რეზიდენციაში გამოასალმა სიცოცხლეს.
XS
SM
MD
LG