Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო ბელორუსიას რეპრესიების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს


ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე მოითხოვს, რათა ბელორუსიამ შეწყვიტოს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის აუდრონიუს აჟუბალისმა მოუწოდა ბელორუსიის მთავრობას, რათა „გაათავისუფლოს დაპატიმრებულები, და მომავალში თავ იშეიკავოს მშვიდობიანი მოქალაქებიის მიმართ ძალის გამოყენებაზე.“ გასული წლსი დეკემბრის სადაოდქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკოს რეჟიმმა მასიურად დაიწყო ოპოენენტების დევნა. უფლებათდამცველების ინფორმაციით, 3 ივლისიდან მოყოლებული, სულ მცირე 140 კაცი დააპატიმრეს ქვეყნის მასშტაბით განახლებული საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ. დაკავებულთაგან ზოგს 15 დღიანი პატიმრობა, ზოგს კი 200 დოლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.
XS
SM
MD
LG