Accessibility links

logo-print

ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას ანდრჟეი ტიშკევიჩი უხელმძღვანელებს


საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ახალ ხელმძღვანელად ანდრჟეი ტიშკევიჩის დანიშვნის მიესალმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი. მისი შეფასებით, ტიშკევიჩს აქვს შესაბამისი გამოცდილება, რათა განახორციელოს ფართომასშტაბიანი სამოქალაქო მონიტორინგის მისია რთულ პოლიტიკურ გარემოში. ეშტონი დარწმუნებულია, ტიშკევიჩის ხელძღვანელობით ევროკავშირის მისია მიაღწევს მეტ შედეგს საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მხრივ და 2008 წლის კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად. საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პოლონელმა ანდრჟეი ტიშკევიჩმა გერმანელი ჰანსიორგ ჰაბერი შეცვალა.
XS
SM
MD
LG