Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს პრეტენზიები აღარ აქვს


ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს სამაუწყებლო კომპანია ”იმედისა” და ”მთაწმინდის პარკის” გამო საქართველოს ხელისუფლებასთან პრეტენზიები აღარ აქვს. განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელა გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახმა, ნათქვამია, რომ ”გადაწყვიტა მორიგებით დაასრულოს დავა, რომელიც 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან საერთაშორისო არბიტრაჟში და ეხებოდა მთაწმინდის პარკისა და სამაუწყებლო კომპანია "იმედის" დაკარგვასთან დაკავშირებული ზარალის ანაზღაურებას.” ამავე განცხადების თანახმად, ”მოდავე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარკვეული ტექნიკური დეტალების შესრულებისთანავე, საბოლოოდ შეწყვიტონ არბიტრირება.” პატარკაციშვილის ოჯახი აღნიშნავს, რომ ურთიერთკომპრომისის შედეგად დათანხმდა, ”უკან გაიწვიოს ყველა საჩივარი და მოხსნას პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლებისა და მესამე მხარის წინააღმდეგ სამაუწყებლო კომპანია იმედთან და მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით, იტოვებს რა უფლებას გააგრძელოს დავა ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვა აქტივების შესახებ.” გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი აცხადებს, რომ სანაცვლოდ, სამწლიანი შესვენების შემდეგ გააგრძელებს ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაწყებულ ეკონომიკურ და საქველმოქმედო საქმიანობას.
XS
SM
MD
LG