Accessibility links

logo-print

სასამართლომ ტიმოშენკო ერთი დღით გააძევა დარბაზიდან


წესრიგის უხეშად დარღვევის გამო კიევის პეჩორის სასამართლომ ერთი დღით გააძევა დარბაზიდან ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. ტიმოშენკომ სხდომის თავმჯდომარე მილიციის რაზმისა და უაიარაღო ადამიანების დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოხდა მცირე შეხლა-შემოხლა იულია ტიმოშენკოს მომხრეებსა და სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ წევრებს შორის. რაზმი გამოიძახეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რათა დარბაზიდან აგეძევებინათ დეპუტატი ევგენი სუსლოვი. კიევის სასამართლო განიხილავს იულია ტიმოშენკოს ბრალდების საქმეს. ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს რუსეთთან გაზის სფეროში კონტრაქტის გაფორმების დროს ძალაუფლების გადამეტებაში ედება ბრალი. იულია ტიმოშენკო ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
XS
SM
MD
LG