Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში დააპატიმრეს, სულ ცოტა, 100 დემონსტრანტი


უფლებადამცველების ცნობით, ბელორუსიაში დააპატიმრეს, სულ ცოტა, 100 დემონსტრანტი მინსკში და რამდენიმე სხვა ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისას. ადგილობრივ უფლებადამცავ ორგანიზაცია „ვესნას“ შეფასებით, ათასობით ადამიანი იყო მისული აქციებზე, რომელთა მონაწილეებისთვისაც ტრადიციად იქცა პროტესტის გამოხატვა ხმამაღალი აპლოდისტმენტებით. ბელორუსი ოპოზიციონერებისადმი სოლიდარობის ნიშნად, „აპლოდისმენტების აქცია“ ჩატარდა მოსკოვში ბელორუსიის საელჩოსთანაც.
XS
SM
MD
LG