Accessibility links

სამხრეთი კორეა უმასპინძლებს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს


2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად აირჩიეს სამხრეთ კორეის ქალაქი ფხიონჩხანი, რომელსაც უკვე მესამედ ჰქონდა წამოყენებული თავისი კანდიდატურა, ამჯერად წარმატებით. გამარჯვებული კანდიდატი - ანუ ქალაქი, რომელიც 2018 წელს უმასპინძლებს რიგით 23-ე ოლიმპიურ თამაშებს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ჟაკ როგმა გამოაცხადა სამხრეთ აფრიკის ზღვისპირა ქალაქ დურბანში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საიდუმლო კენჭისყრის პირველი რაუნდის შემდეგ. ფხიონჩხანმა აჯობა გერმანიის ქალაქ მიუნხენსა და საფრანგეთში მდებარე ანესის.
XS
SM
MD
LG