Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ განცხადება გაავრცელა ფოტორეპორტიორთა დაკავების შესახებ


ფოტორეპორტიორთა დაკავების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მისი ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოში ევროპის პრესისა და ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე. შსს-ს განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ”ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.” დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული იყო სააგენტო Associated Press-ის ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვიც. მან შსს-ს ”მოდულის” შენობა 12 საათისთვის დატოვა და ჟურნალისტებს მხოლოდ ის განუცხადა, რომ დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებოდა, კანონის ფარგლებში ექცეოდნენ და რაიმე ზეწოლა არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG