Accessibility links

logo-print

ბორის ნემცოვი აპირებს რუსეთში დაბრუნებას


ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი აპირებს რუსეთში დაბრუნებას მიუხედავად ინფორმაციისა, რომ მას ექვსი თვით აეკრძალა რუსეთიდან გამგზავრება. ეს ინფორმაცია ნემცოვმა მიიღო თავისი ადვოკატისაგან ოთხშაბათს, როცა სტრასბურგში იმყოფებოდა დემოკრატიის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. რუსი ოპოზიციონერის შეფასებით, საქმე ეხება პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის „შურისძიებას“ როლის გამო, რომელსაც ნემცოვი ასრულებს ოპოზიციურ პარტია „პარნასში“. პარტიას, რომელსაც გასულ თვეში უარი უთხრეს რეგისტრაციაზე, რამდენიმე ლიდერი ჰყავს, მათ შორის ბორის ნემცოვი. სასამართლოს აღმასრულებელთა ფედერალური სამსახური უარყოფს ცნობას, თითქოს ნემცოვს ექვსი თვით აკრძალული ჰქონდეს რუსეთიდან გამგზავრება.
XS
SM
MD
LG