Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო იძიებს ავღანეთში სამოქალაქო პირების დახოცვის ბრალდებას


ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი ჯარების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა ოთხშაბათს განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ასობით ადამიანი შეიკრიბა ღაზნის პროვინციაში და პროტესტი გამოთქვა ორი ახალგაზრდა მწყემსის სიკვდილის გამო. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მწყემსები ოთხშაბათს დაიღუპნენ უცხოელთა საჰაერო თავდასხმის შედეგად. აისაფი (ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები) აცხადებს, რომ საჰაერო იერიში განახორციელა ღაზნიში მდებარე ხოგუანის რაიონში, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა, მაგრამ მოკლულია ერთი ადამიანი - მეამბოხე, რომელიც ბომბის დამონტაჟებას ცდილობდა.
XS
SM
MD
LG