Accessibility links

logo-print

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ირანში რელიგიური ნიშნით დევნის გამო


შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს ცნობების გამო, რომ ირანში შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ ადამიანი მისი რელიგიური მრწამსის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილით დასჯა ემუქრება იუსეფ ნადარხანს, თუ უარს არ იტყვის ქრისტიანობაზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ვიქტორია ნალენდის განცხადებით, მაშინ როცა ირანის ლიდერები „ფარისევლურად ირწმუნებიან“, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტოლერანტობას, სინამდვილეში გრძელდება დევნა ადამიანებისა, ვისაც, უბრალოდ, სურს, მისდევდეს თავისთვის სასურველ რელიგიას. იუსეფ ნადარხანის ადვოკატმა 3 ივლისს განაცხადა, რომ ირანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მისი კლიენტისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, მაგრამ საქმე დაუბრუნდა უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც ნადარხანისაგან მონანიებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG