Accessibility links

ჩინეთი უარყოფს, რომ გარდაიცვალა ყოფილი პრეზიდენტი, ძიან ძემინი


ჩინეთი უარყოფს, რომ გარდაიცვალა ყოფილი პრეზიდენტი ძიან ძემინი, რის შესახებ ინფორმაციაც ოთხშაბათს გაავრცელა ჰონკონგის ტელევიზიამ. ჩინეთის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო სინხუამ გაავრცელა ცნობა, რომ ძიან ძემინი ცოცხალია. როგორც იუწყებიან, 84 წლის ყოფილი პრეზიდენტი ავადმყოფობს და მას პეკინის სამხედრო საავადმყოფოში მკურნალობენ. ჰონკონგის ტელევიზიამ დღეს ბოდიში მოიხადა მის გარდაცვალებაზე გავრცელებული ინფორმაციის გამო.
XS
SM
MD
LG