Accessibility links

logo-print

გაიმართა დაკავებული ფოტორეპორტიორებისადმი სოლიდარობის აქცია


დაკავებულმა ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო - ამის შესახებ ადვოკატებზე დაყრდნობით განაცხადა "ალია ჰოლდინგის" რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ. მისივე ცნობით, აბდალაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის მიმართავს. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული ფოტორეპორტიორებისადმი სოლიდარობის ნიშნად დღეს შსს-ს ”მოდულის” შენობასთან ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები შეიკრიბნენ. ისინი სამინისტროსგან საქმის დეტალების ოფიციალურად განმარტებასაც მოითხოვდნენ. ფოტორეპორტიორების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ,” რომელიც 200-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს. ქარტიამ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ფოტოკორესპონდენტების დაკავების საქმით დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ.
XS
SM
MD
LG