Accessibility links

logo-print

ქართული პარტიის ლიდერები დიპლომატებს შეხვდნენ


ქართული პარტიის ლიდერები დღეს თბილისში შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. შეხვედრის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ დიპლომატებს გააცნეს ქართული პარტიის წევრებზე, მხარდამჭერებსა და მათ ნათესავებზე განხორციელებული რეპრესიებისა და უკანონოდ დაკავებულთა წამების ფაქტები. პარტიის პოლიტიკური მდივნის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია დიპლომატიური არხებით საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდება.
XS
SM
MD
LG