Accessibility links

logo-print

ბორტნიკოვი: ბანდიტები საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას გეგმავენ


რუსეთში გადასასვლელად საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას გეგმავენ იატაკქვეშეთში მოქმედი ბანდიტური დაჯგუფებების ლიდერები, რომლებიც უცხო ქვეყნებში იმყოფებიან - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა. მისივე თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები ოპერატიულ ინფორმაციას ფლობენ და შესაბამისად მუშაობენ. ბორტნიკოვის დღევანდელი კომენტარი მოჰყვა რუსული საინფორმაციო საშუალებებით 1 ივლისს გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ პანკისის ხეობიდან ჩეჩნეთში 70-მდე მეამბოხე გადავიდა. ამასთან, თავად რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესცენტრში სააგენტო ინტერფაქსს 3 ივლისს განუცხადეს, რომ საქართველოდან რუსეთში მეამბოხეთა გადასვლის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდებოდა.
XS
SM
MD
LG