Accessibility links

logo-print

ახალგორში დააკავეს ქართველი სამართალდამცავების მიერ ძებნილი ორი პირი


ქართველი სამართალდამცავების მიერ ძებნილი ორი პირის დაკავების შესახებ იუწყება დღეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი. მისი განცხადებით, საქართველოს შსს-გან ივნისის ბოლოს მიიღეს მიმართვა დანაშაულში ეჭვმიტანილი ირაკლი სააკაშვილისა და გაბრიელ ბაშარულის მოძიების თაობაზე. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, ორივე პირი ახალგორის რაიონში დააკავეს და მათ ქართულ მხარეს მოგვიანებით გადასცემენ.
XS
SM
MD
LG