Accessibility links

ეუთო ტაჯიკეთს მოუწოდებს BBC-ის კორესპონდენტის გათავისუფლებისაკენ


მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი, დუნია მიატოვიჩი ტაჯიკეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლონ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის რეპორტიორი, ურუნბოი უსმონოვი. უსმონოვი, რომელიც 10 წელია მუშაობს BBC-ის ცენტრალური აზიის სამსახურის კორესპონდენტად, 13 ივნისს დააპატიმრეს, რადიკალური ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებით. მიატოვიჩის განცხადებით, მას ჯერ არ მიუღია ოფიციალური პასუხი უსმონოვის საქმესთან დაკავშირებით. 16 ივნისს მიატოვიჩმა წერილობით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრ ჰამროხონ ზარიფის და ამ მიმართვაში უსმანოვის დაპატიმრებას უწოდა „მგრძნობიარე თემების გაშუქების ცენზურით შეზღუდვის მცდელობა“.
XS
SM
MD
LG