Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნემცოვს გაუუქმეს რუსეთიდან გამგზავრების აკრძალვა


რუსეთში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ბორის ნემცოვს გაუუქმეს სამშობლოდან გამგზავრების აკრძალვა, რომლის შესახებაც მან ოთხშაბათს შეიტყო, სტრასბურგში ვიზიტისას. ნემცოვი მაინც აპირებდა რუსეთში დაბრუნებას. მოგვიანებით კი გავრცელდა ცნობა, რომ მოგზაურობის აკრძალვა გაუქმებულია. რუსეთში სასამართლოს აღმასრულებელთა ფედერალური სამსახურის განცხადებით, აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება „ნაადრევი“ იყო. მანამდე ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გმობდა ნემცოვის გადაადგილების შეზღუდვას და მოითხოვდა მის დაუყოვნებლივ გაუქმებას. რუსმა ოპოზიციონერმა აკრძალვა შეაფასა, როგორც პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის „შურისძიება“ როლის გამო, რომელსაც ნემცოვი ასრულებს ოპოზიციურ პარტია „პარნასში“. პარტიას, რომელსაც გასულ თვეში უარი უთხრეს რეგისტრაციაზე, რამდენიმე ლიდერი ჰყავს, მათ შორის სწორედ ნემცოვი. მისი ადვოკატის განცხადებით კი, აკრძალვა უკავშირდება ბრალდებას, რომ ბიზნესმენი გენადი ტიმჩენკოი პუტინთან ახლო ურთიერთობის წყალობით გახდა რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი.
XS
SM
MD
LG