Accessibility links

logo-print

ნიდერლანმა ავღანეთში შემცირებული მისია მიავლინა, კანადა საბრძოლო ქმედებებს დაასრულებს


ნიდერლანდის არმია ავღანეთში აგზავნის 160 სამხედროს დღეს თავისი შემცირებული მისიის ჩარჩოებში. ჯარისკაცები დაეხმარებიან სამხედრო ინსტრუქტორთა 225 კაციან ჯგუფს, რომელიც ყუნდუზში განთავსდება გერმანიის ჯარის მეთაურობის ქვეშ. ნიდერლანდის სულ 445 სამხედრო და ინსტრუქტორი იქნება ავღანეთში 2014 წლამდე. ადრე იქ ნიდერლანდის 1600 სამხედრო მსახურობდა. ძირითადი ნაწილი შარშან დაბრუნდა შინ მას მერე, რაც მთავრობა დაიშალა მათი იქ სამსახურის გახანგძლივების თაობაზე უთანხმოების გამო. კანადამ დღეს დაასრულა თავისი საბრძოლო მისია ავღანეთში ცხრა წლიანი სამსახურის შემდეგ. იქ მან 157 სამხედრო დაკარგა.
XS
SM
MD
LG