Accessibility links

logo-print

სერბია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში კოსოვოს მონაწილეობის გამოძიებას მოითხოვს


ბელგრადი მოითხოვს გაეროს მიერ დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული ბრალდება, რომ კოსოვოსელი მეამბოხეები ადამიანის ორგანოების ტრეფიკინგით იყვნენ დაკავებული 1999 წლის ომის შემდეგ. სერბიამ, ბელგრადში, ეუთოს წლიურ კონფერენციას შესთავა რეზოლუცია, სადაც მოითხოვს სრულ და დამოუკიდებელ გამოძიებას ამ საქმისა. დეკემბერში ევროპის საბჭოს ანგარიშში იყო გამოთქმული ვარაუდი, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მეამბოხეები იტაცებდნენ უმეტესად სერბებს, გაჰყავდათ ალბანეთში იქ ხოცავდნენ და მათ თირკმელებს შავ ბაზარზე ჰყიდნენ.
XS
SM
MD
LG