Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში არ შეუშვეს ამერიკის ორი მოქალაქე


ისრაელმა ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა ამერიკის ორ მოქალაქეს იმ ფონზე, როცა ისრაელი ცდილობს თელავივთან ახლოს მდებარე ”ბენ გურიონის” საერთაშორისო აეროპორტში პრო-პალესტინური აქტივისტების შესვლა გააკონტროლოს. აქტივისტების ჯგუფის განცხადებით, საპროტესტო აქციის 600 მონაწილე - უმრავლესად ევროპის ქვეყნებიდან მიიღებს მონაწილეობას ისრაელისა და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის გამყოფ ე.წ. ”მწვანე ზოლთან” დაგეგმილ აქციაში. ისრაელის მთავრობამ გააფრთხილა ავია-კომპანიები, რომ მათ თვითმფრინავებში აქტივისტების ყოფნა შეაფერხებს რეისებს და დაარღვევს ფრენის გრაფიკებს.
XS
SM
MD
LG