Accessibility links

logo-print

ამერიკელი სარდალი ჟურნალისტის მკვლელობაში პაკისტანის ხელისუფლებას ადანაშაულებს


შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის სამხედრო პირის თქმით, პაკისტანელი ჟურნალისტის მკვლელობა პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იყო სანქცირებული. ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფონგზე ჟურნალისტებს უთხრა შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ ადმირალმა მაიკ მალენმა. „მე არ მინახავას არაფერი, რაც გააქარწყლდება ინფორმაციას, რომ მთავრობამ არ იცოდა ამის შესახებ“, - განაცხადა მალენმა. ამასთან გენერალმა დასძინა, რომ მას არ აქვს რაიმე „ხელჩასაჭიდი ინფორმაცია“, თუ კონკრეტულად ხელისუფლების რომელი შტოა დაკავშირებული პაკისტანელი ჟურნალისტის სალემ შაჰზადის მკველელობასთან. შაჰზარდი, რომლიც ჰონგ-კონგში არსებული „აზია ტაიმს ონლაინისათვის“ მუშაობს, ისლამაბადიდან 29 მაისს გაუჩინარდა და ორი დღის შემდეგ ნაწამები ჟურნალისტი მკვდარი იპოვეს.
XS
SM
MD
LG