Accessibility links

logo-print

კაიროს ტაჰრირის მოედანზე ათასობით დემონსტრანტი გავიდა


ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე, სადაც საყოველთაო აქციაა დაგეგმილი ქვეყნის მმართველი სამხედრო საბჭოს წინააღმდეგ. დემონსტრანტების შეეცდებიან ზეწოლა მოახდინონ საბჭოზე, რათა დაჩქარდეს რეფორმების განხორციელება. პოლიციის ინფრომაციით მათ არ აქვთ განზრახვა ხელი შეუშალონ აქციის ჩატარებას. თუმცა, ხელისუფლებამ მკაცრად გააფრთხილა, რომ აქცია მშვიდობიანი უნდა იყოს. ეგვიპტეში ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე ძალადობას ჰქონდა ადგილი დემონსტრანტებსა და უსფართხოების ძალებს შორის. დღევანდელი დემონსტრაციის უმთავრესი მოთხოვნებია სამხედრო სასამართლოს შეწყვეტა სამოქლაქო პირებზე და ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლების საქმეების გამჭვირვალე გამოძიება.
XS
SM
MD
LG