Accessibility links

logo-print

„ოპოზიციური ექვსიანი“ საზოგადოებას ხვდება


„თავისუფალი არჩევნებისთვის ბრძოლაში ზოგიერთ მათ კოლეგას ნერვებმა უმტყუნა და შანტაჟის გამო ხელისუფლებას შეუთანხმდა“, - განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა დავით უსუფაშვილმა „ოპოზიციური ექვსიანის“ და საზოგადოების შეხვედრაზე. გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას "ექვსიანი" საკუთარ გეგმებს გააცნობს. „ექვსეულში“ შემავალმა პარტიებმა ხელი არ მოაწერს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ მომზადებულ წინადადებებს, რომლებიც მისაღები აღმოჩნდა „ახალი მემარჯვენეებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისათვის“ და კიდევ რამდენიმე პარტიისათვის, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
XS
SM
MD
LG