ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა კვლავ გაიმეორა, რომ გამოძებული უნდა იქნეს სკანდალი, რაც „ყვითელი პრესის“ წარმომადგენლების მიერ სატელეფონო საუბრების მომსენასა და მოქალქეთა სმს-შეტყობინებათა გაცნობას შეეხება. ლონდონში პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას კამერონმა გადადგომისაკენ მოუწოდა „ნიუს ინტერნეიშენალის“ ხელმძღვანელობას. აღნიშნული მედია-ორგანიზაცია რუპერტ მერდოკის კუთვნილი კორპორაციის შემადგენლობაში შედის. სკანდალი კი დაუკავშირდა ნებართვას, რომლის შედეგადაც გაზეთ „ნიუს ოფ ზე ვორდის“ კორესპონდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ლონდონში 2005 წელს მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა, ასევე ავღანეთსა და ერაყში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ნათესავების, ცნობილი პოლიტიკოსებისა და ადამიანების სატელეფონო საუბარს და სმს-შეტყობინებებს. ბრიტანეთის პოლიციამ აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ კამერონის ყოფილი მრჩეველი ენდი კოულსონი დააპატიმრა, რომელიც ადრე სკანდალის ცენტრში აღმოჩენილი გაზეთ „ნიუს ოფ ზე ვორდში“ მუშაობდა.
ყველაზე პოპულარული
1