Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმა მხარი დაუჭირა ლიბიის ოპოზიციის დაფინანსებას


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ არ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ლიბიაში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებდა. დოკუმენტის წინააღმდეგი იყო 229 დეპუტატი, მომხრე - 199. ადრე კანონმდებლები აცხადებდნენ, რომ ბარაკ ობამამ დაარღვია 1973 წლის რეზოლუცია „ომის ძალაუფლების შესახებ“, რომლის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი ვალდებულია, რომ სამხედრო ოპერაციის გაგრძელების უფლება კონგრესისაგან პირველი იერიშიდან 60 დღის განმავლობაში მიიღოს. ობამამ ივნისში განაცხადა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან აშშ-ის ლიმიტირებული სამხედრო ოპერაცია ლიბიაში არ წარმოადგენს მსხვილმასშტაბიან ოპერაციას.
XS
SM
MD
LG