Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე 26 ივლისს უკრაინაში შეხვდება რუსეთის პატრიარქს


რუსეთმა ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა უნდა მისცეს და თქვას, რომ მათი შეთანხმების შემთხვევაში, აფხაზეთის სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილებას გააუქმებს, - ამის შესახებ რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთან” დღევანდელ ინტერვიუში განაცხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა. ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები, ისევე როგორც შეხვედრები აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, რადგან სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი ურთიერთგაგება და დაახლოება. ამავე ინტერვიუში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა დიდი სიბრძნე უწოდა რუსეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართული ეკლესიის იურისდიქციის აღიარების შესახებ. ილია მეორემ აღნიშნა, რომ მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქს 26 ივლისს, უკრაინაში შეხვდება.
XS
SM
MD
LG